სოფელი ქემერტი ისტორიული სოფელია. იქ მრავალი იტორიული ძეგლია, მათ შორის არის ეგრეთ წოდებული ოთინაანთის ეკლესია და, ასევე,
წმინდა გიორგის ეკლესია
სოფ. ქემერტის დარბაზული ეკლესია დგას სოფლის განაპირას,შე-მაღლებულ ბორცვზე.ეკლესია გადაკეთებულია.შელესილია ღვინისფერი ტუფის თლილი
კვადრატებით ნაგები ფასადები და ინტერიერი.ნაგებობას დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. ასევე, აღარ არსებობს სამმხრივი შემოსასვლელი. თუმცა ჩანს, რომ ნაგებობა მაღალი მხატვრული ღირებულების უნდა ყოფილიყო. ამაზე მეტყველებს ეკლესიის კონსტრუქციული დეტალები, ღიობთა ნალისებური თაღები და სარკმელთა
მორთულობა. ასევე, კანკელის რელიეფური გამოსახულებებიანი ქვის
ფილები, რომლებიც ეკლესიის გვიანი შეკეთების დროს ჩატანებულია
ფასადებზე.
ამგვარად, ეკლესია წარმოადგეს ქართული საკულტო არქიტექ-
ტურის თვალსაჩინო ძეგლს. ამ ნაგებობაში მკვეთრად არის გამოვლენილი რეგიონის სამშენებლო ხელოვნების და არქიტექტუ-
რული სტილის ძირეული მახასიათებლები.
No comments:
Post a Comment