ღმერთო, გთხოვ, ყველას სახლით დაიფარე ომისაგან და დანგრევისგან, მთელი ხეობა, მსოფლიო დაიცავი და შენი კალთა გადააფარე. მე რომ ადამიანმა შემომხედოს, იტყვის, ეს უდარდელი და მხიარული გოგოაო, სინამდვილეში, ჩემს გულში რომ ჩაიხედონ, ნახავენ... ძალიან არ მოეწონებათ, რასაც ნახავენ: სიცარიელის მეტს ვერაფერს, რადგან ჩემი კერა, ჩემი ცხოვრების უდიდესი და საუკეთესო კუთხე წამართვეს: ჩემი სახლი, ჩემი ცხოვრება და სიხალისე.
მაგრამ, იმ სიცარიელის გარდა, დარჩა ერთი პატარა ადგილი ჩემი ახლობლების სიყვარულისა. განა მე არ მწყინს და არ მტკივა ეს ჩემი ცხოვრება, მაგრამ თავის შეკავება აუცილებელია, რადგან ვეღარაფერს ვუშველი. ღმერთს ვენდობი და ვიცი, მჯერა, რომ დავბრუნდები ჩემს სამშობლოში, ჩემს სოფელში, ქემერტში. ჩემი გული და სული იქ არის. ისე მიკვდება გული, როცა ვფიქრობ, რომ ჩემს სოფელში ვეღარ ვითამაშებ, მაგრამ ღმერთია ჩვენი მფარველი! ამინ !!!
ჩვენ გუნდს "ქემერტი"გაუჩნდა სურვილი მოეძიებია მასალები და შეესწავლა სოფელი <<ქემერტი>> რომელიც მდებარეობს კონფლიქტის ზონაში ცხინვალთან ახლოს. სოფლის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დაგვეხმარენ ნანუკა კასრაძე მე-7 და კახა კასრაძე მე-9 კლასის მოსწავლეები რომლებიც ჩვენს სკოლაში სწავლობენ და დროებით დევნილები არიან სოფელი ქემერტიდან.
გუნდის წევრები ვართ: კასრაძე ნანუკა მე-7 კლასი, კასრაძე კახა მე-9 კლასი, კოკაია ვაჟა მე-6 კლასი, ენუქიძე გიორგი მე-6 კლასი, გაფრინდაშვილი კონსტანტინე მე-6 კლასი, შარტავა გიორგი მე- 7 კლასი, ძველაია ლუკა მე- 7 კლასი, მოსიაშვილი ნიკა მე-7 კლასი, ბეჟუაშვილი ალექსანდრე მე-6 კლასი, ქორიძე სანდრო მე- 6 კლასი, ტაბიძე დავითი მე-8 კლასი, მესხი ნიკა მე-7 კლასი
პედაგოგები – ნანა ნოზაძე, ნანა სირბილაძე, ცისანა ბურჯანაძე, ლიზი ბუსხრიკიძე, ქეთი ჩხიკვაძე ;
დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ დევნილებს ქემერტიდან ნანუკა და კახა კასრაძეების ოჯახს მასალების მოწოდებისათვის, ჩვენი გუნდი უსურვებს ყველა დევნილს მალე დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სახლებში.თქვენი კომენტარი შეგიძლიათ დატოვოთ ყოველი პოსტის, თემის ბოლოში.
No comments:
Post a Comment