ჩვენი სტუმარია ბატონი კობა სუბელიანი,
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ჩვენ გადავწყვიტეთ დევნილების პრობლემებზე სასაუბროდ მივსულიყავით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში და გავსაუბრებოდით ლტოლვილთა და განსახლების
მინისტრს - ბატონ კობა სუბელიანს.
მინისტრმა გულთბილად მიგვიღო. ძალიან მოეწონა ჩვენი პროექტი-”ჩემი საცხოვრებელი ადგილი,” კერძოდ “სოფელი ქემერტი”. მას მოვუყევით უზნაძის ქუჩაზე მცხოვრებ სოფელ ქემერტიდან დევნილებთან სტუმრობის შესახებ. ამის შემდეგ დავუსვით რამდენიმე კითხვა:
- როდის შემოიჭრნენ რუსი ოკუპანტები სოფელ ქემერტში?
- რუსი ოკუპანტები სოფელ ქემერტში შემოიჭრნენ
8 აგვისტოს.
- რომელ რიცხვში დატოვა სოფელი ქემერტი მოსახლეობამ?
- მოსახლეობამ სოფელი დატოვა 10 აგვისტოს.
- სოფელ ქემერტში სულ რამდენი კომლი ცხოვრობდა?
- სოფელში დაახლოებით 450 კომლი (ოჯახი) ცხოვრობდა.
- სოფლიდან მთელი მოსახლეობაა გამოსული თუ ნაწილი?
- სოფლიდან მოსახლეობის მთელი ნაწილია გამოსული.
- გაქვთ თუ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა სოფელში ამჟამად?
- ამჟამად სოფელში ცუდი მდგომარეობაა: რუსმა ოკუპანტებმა გაძარცვეს და გააპარტახეს იქაურობა. ჩვენი მონაცემებით, სოფელში მხოლოდ 7-8 სახლია დარჩენილი ისეთი, რომელიც არ გადაწვეს.
- რა დახმარება გაუწია ჩვენმა მთავრობამ სოფლის მოსახლეობას?
- ჩვენ მათ აუშენეთ კოტეჯები და იქ შევასახლეთ. სახლებში შევიტანეთ პირველადი მოხმარების ნივთები:კარადა, მაცივარი,ტელევიზორი,მაგიდა,ლოგინი,ლეიბები, ბალიშები.…
- ომის შედეგად იყო თუ არა მსხვერპლი?
- ომის შედეგად არიან გარდაცვლილებიც და უგზოუკვლოდ დაკარგულებიც.
- რა გეგმები აქვს შემუშავებული ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მათ დასახმარებლად შემდეგში?
- ჩვენ შესახლების შემდეგ თითო სულზე გავცემთ 200 ლარს.
- მოხდება თუ არა მათი ქონების ანაზღაურება?
- მათი ქონების ანაზღაურება აუცილებლად მოხდება.
სიუჟეტი მოამზადა გუნდ “ქემერტის” წევრმა, მე-6 კლასის
მოსწავლემ - ვაჟა კოკაიამ

No comments:
Post a Comment