Tuesday, December 16, 2008

სოფელი ქემერტი

პირველი სკოლა
გუნდი


<< ქემერტი>>



"ქემერტს ორიოდე სიტყვით აღვწერ. ჩათვალეთ, რომ ის,


უბრალოდ, სამოთხის პატარა ნაწილია. ზაფხულის ცხელ დღეებს ხეების, სიმწვანესა და ბუნების ლამაზი გარემოს აღწერა შეეუძლებელია."


ციტატა სოფელ ქემერტიდან დევნილი


ნუკრი კასრაძის ინტერვიუდან


ნანუკა კასრაძე ქემერტიდან ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე


ღმერთო, გთხოვ, ყველას სახლით დაიფარე ომისაგან და დანგრევისგან, მთელი ხეობა, მსოფლიო დაიცავი და შენი კალთა გადააფარე. მე რომ ადამიანმა შემომხედოს, იტყვის, ეს უდარდელი და მხიარული გოგოაო, სინამდვილეში, ჩემს გულში რომ ჩაიხედონ, ნახავენ... ძალიან არ მოეწონებათ, რასაც ნახავენ: სიცარიელის მეტს ვერაფერს, რადგან ჩემი კერა, ჩემი ცხოვრების უდიდესი და საუკეთესო კუთხე წამართვეს: ჩემი სახლი, ჩემი ცხოვრება და სიხალისე.

მაგრამ, იმ სიცარიელის გარდა, დარჩა ერთი პატარა ადგილი ჩემი ახლობლების სიყვარულისა. განა მე არ მწყინს და არ მტკივა ეს ჩემი ცხოვრება, მაგრამ თავის შეკავება აუცილებელია, რადგან ვეღარაფერს ვუშველი. ღმერთს ვენდობი და ვიცი, მჯერა, რომ დავბრუნდები ჩემს სამშობლოში, ჩემს სოფელში, ქემერტში. ჩემი გული და სული იქ არის. ისე მიკვდება გული, როცა ვფიქრობ, რომ ჩემს სოფელში ვეღარ ვითამაშებ, მაგრამ ღმერთია ჩვენი მფარველი! ამინ !!!



ჩვენ გუნდს "ქემერტი"გაუჩნდა სურვილი მოეძიებია მასალები და შეესწავლა სოფელი <<ქემერტი>> რომელიც მდებარეობს კონფლიქტის ზონაში ცხინვალთან ახლოს. სოფლის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დაგვეხმარენ ნანუკა კასრაძე მე-7 და კახა კასრაძე მე-9 კლასის მოსწავლეები რომლებიც ჩვენს სკოლაში სწავლობენ და დროებით დევნილები არიან სოფელი ქემერტიდან.
გუნდის წევრები ვართ: კასრაძე ნანუკა მე-7 კლასი, კასრაძე კახა მე-9 კლასი, კოკაია ვაჟა მე-6 კლასი, ენუქიძე გიორგი მე-6 კლასი, გაფრინდაშვილი კონსტანტინე მე-6 კლასი, შარტავა გიორგი მე- 7 კლასი, ძველაია ლუკა მე- 7 კლასი, მოსიაშვილი ნიკა მე-7 კლასი, ბეჟუაშვილი ალექსანდრე მე-6 კლასი, ქორიძე სანდრო მე- 6 კლასი, ტაბიძე დავითი მე-8 კლასი, მესხი ნიკა მე-7 კლასი


პედაგოგები – ნანა ნოზაძე, ნანა სირბილაძე, ცისანა ბურჯანაძე, ლიზი ბუსხრიკიძე, ქეთი ჩხიკვაძე ;


დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ დევნილებს ქემერტიდან ნანუკა და კახა კასრაძეების ოჯახს მასალების მოწოდებისათვის, ჩვენი გუნდი უსურვებს ყველა დევნილს მალე დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სახლებში.თქვენი კომენტარი შეგიძლიათ დატოვოთ ყოველი პოსტის, თემის ბოლოში.

სოფელ ქემერტის გეოგრაფიული მდებარეობა


სოფელი ქემერტი მდებარეობს ცხინვალთან ახლოს

goris raioni sofeli qemerti mdebareobs qalaq cxinvalidan CrdiloeTiT rva kilometrSi Crd.grZd..42gr. da sam.gane. 42gr.

soflis garSemo aris maRali mTebi. es aris stabiluri havis garanti rac imas niSnavs, rom zamTris periodSi Zalian ar civa xolo zafxulis periodSi ki Zalian ar cxela. soflis ZiriTad nawils qarTvelebi Seadgendnen. sofel qemertSi Camoedineba mdinare liaxvi, amitomac daerqva didi liaxvis xeoba. liaxvis sanapiroze mdebareobda wyalsaqaCi mowyobilobebi, romlis saSualebiT sofeli wyliT maragdeboda. sofelSi aris nayofieri niadagi da modis kargi mosavali. mohyavT xili, bostneuli da sxva. am sofelSi gavlisas adamiani netarebas igrZnobs. buneba Seudarebelia, SesaniSnavi: zafxulobiT gadamwvanebuli mdelo, bagebSi ferad-feradi yvavilebi, ayvavebuli saxlis ezoebi. soflis centrSi gzebi kveTdnen erTmaneTs, iq mdebareobda Cemi saxli. saxlis saxuravi iyo mwvane, wina mxare ki TeTri. ezoSi iyo patara Tevzebis auzi da masSi sxvadasxva jiSis Tu formis bevri Tevzi dacuravda. Cemi saxlis mezoblad kidev axlad aSenebuli gaulesavi saxlebi idga.

ისტორია
axla gavamaxviloT yuradgeba soflis istoriazec. didi liaxvis xeobaSi bevri istoriuli Zegli iyo, es istoriuli Zeglebi ZiriTadad Sua saukuneebis pirvel periods miekuTvneboda maT Soris erT-erTia wminda giorgis saxelobis salocavi.
romelic sof. qemertSi mdebareobda mas am xuTi wlis win Cautarda rekonstruqcia da daubrunda pirvandeli saxe.

sofel TamaraSenSi moRvaweobda istoriuli pirovneba ivane maCabeli da amitom didi liaxvis xeobas samaCablodac moixsenieben.

სტუმრად ქემერტელებთან



ქემერტელებთან

ჩვენი გუნდის წევრები: შოთა ფიფია, ნიკა მოსიაშვილი, ლუკა ძველაია, გიორგი შარტავა, ვაჟა კოკაია, კონსტანტინე გაფრინდაშვილი და ნანუკა კასრაძე(ნანუკა 8 აგვისტომდე ცხოვრობდა სოფელ ქემერტში).
ნანუკასთან ერთად წავედით ნანუკას ოჯახში, რომელიც მარჯანიშვილზე, უზნაძის ქუჩაზე ცხოვრობს. წავედით, რომ დევნილებს გავსაუბრებოდით. ამათგან ყველაზე დიდი ინფორმაცია მოგვაწოდა ელგუჯა კასრაძემ (ნანუკას ბაბუამ).
აი რა გვიამბო მან:
-გამარჯობა, ბატონო ელგუჯა, ჩვენ ვართ ნანუკას კლასელები და, თუ არ შეწუხდებით, რამდენიმე კითხვა გვინდა, დაგისვათ.
-კი, ბატონო!
-იყავით თუ არა ქემერტში ომიანობის დროს?
-დიახ, ექვს აგვისტოს ჩვენს სოფელს დიდი უბედურება დაატყდა თავს. ჩვენ 8 აგვისტოს გამოვედით სიფლიდან საღამოს, 4 საათისთვის. სამწუხაროდ, ცხინვალში გზა გადაკეტილი იყო და ჩვენ მთების გზით წამოვედით. 2 საათში
გორის გზას მივადექით, მაგრამ, როდესაც გვეგონა, რომ ცხელ წერტილს მოვშორდით, გორში დაგვხვდა უარესი ამბავი.
-ვინ შეგატყობინათ სოფლის დაბომბვის ამბავი?
ჩვენს სოფელში ოთხი ბიჭი ჩამოვიდა და გვითხრა, რომ ამ ადგილს მოვცილებოდით, იმიტომ, რომ, სადღაც, ერთ საათში ქემერტი იბომბემოდა. ეს რომ გავიგეთ, დაუყონებლივ დავტოვეთ სოფელი, ორი სატვირთო მანქანით ძლივს ძლივობით მთიდან გავედით სოფლიდან.
-იყო თუ არა მსხვერპლი?
მსხვერპლი იყო. ქემერტიდან რომ მოვდიოდით, ცხრამეტიოდე წლის გოგონა დავინახე მკვდარი, ხოლო 5 წუთის შემდეგ ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ აფეთქდა სახლი და ყველაფერი ჰაერში აყარა.
-რამდენი ოჯახი ცხოვრობდა ქემერტში და დარჩა თუ არა იქ მოსახლეობის რაიმე ნაწილი?
-ქემერტში ცხოვრობდა, დაახლოებით, 400-500 ოჯახი, სოფელში 8 აგვისტომდე მოსახლეობის ნაწილი დარჩენილი იყო,
მაგრამ შემდეგ წითელი ჯვარის დახმარებით გამოვიდნენ სოფლიდან.
რამდენი შვილი გყავთ? რამდენი ადამიანი იყო წამოსვლისას თქვენთან ერთად? ამჟამად რამდენი შვილია თქვენთან ერთად?
-მყავს ოთხი შვილი, ხუთი შვილიშვილი. ამჟამად ჩემთან იმყოფება ორი შვილი და ორი შვილიშვილი; ერთი არის გათხოვილი რუსთავში. ერთი კიდევ იმყოფება საბავშვო ბაღში დინამოსთან.
-გადარჩა თუ არ მოსავალი სოფელში?
-ამ წელს განსაკუთრებით კარგი მოსავალი გვქონდა: კარტოფილი, ვაშლი და ცოტა საზამთროც. მოსავალი როგორ გადაგვირჩებოდა? !სახლი დაგვიწვეს და მოსავალი წაიღეს.
-გაქვთ თუ არა დაბრუნების იმედი?
-დაბრუნების იმედი როგორ გვექნება, იქ უკვე აღარაფერი არაა, მაგრამ საკუთარ სოფელში ყოფნას მაინც არაფერი ჯობია.
-დიდი მადლობა. გისურვებთ, მალე დაბრუნებულიყავით საკუთარ სოფელში!


გამარჯობა. მე ვარ კოტე გაფრინდაშვილი.

ვსწავლობ 1ლ საჯარო სკოლაში. სკოლაში ჩამოვაყალიბეთ გუნდი და დავიწყეთ პროექტ "ჩემი საცხოვრებელი ადგილის" კეთება. ავირჩიეთ შიდა ქართლის ერე-რთი სოფელი ქემერტი, რომელშიც ახლაც რუსეთის ჯარი დგას. ამ სოფლიდან დევნილი ბავშვები ჩვენს სკოლაში სწავლობენ და იდეაც აქედან დაგვებადა. მოვიძიეთ ინფორმაცია ქემერტის შესახებ. ამ კვირაში ჩვენ დევნილებიც მოვინახულეთ. ყვეელაფერი კი ასე იყო: სკოლის შემდეგ ქემერტის ჯგუფის წევრები შევიკრიბეთ და დავგეგმეთ, შემდეგ კვირას დევნილებთან წავსულიყავით. ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ინფორმატიკის მასწავლებელმა , ნანა ნოზაძემ, დაგვავალა დევნილებისათვის საჩუქრების შეგროვება.

ჩვენ ისევ შევიკრიბეთ და ერთად გავემართეთ ჩვენი მეგობრის ოჯახისაკენ. და, აი, ჩვენ დევნილებთან ვართ
და ინტერვიუს ბატონ ნუკრი კასრაძეს ვართმევთ, სოფელ ქემერტიდან დევნილს:
-ბატონო ნუკრი, თუ არ შეწუხდებით გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ?

-მე მყავს ცოლი და ორი შვილი და ძალიან მიყვარს ისინი.
-თქვენს წარმოშობაზე რას გვეტყვით?
-მე დავიბადე ქვემო ქართლში, კონკრეტულად, ცხინვალში შემდეგ ქემერტში დავსახლდით მე ძალიან მომწონდა ქემერტის ბუნება.
-მაშინ ქემერტზე ხომ არ გვიამბობთ რამეს?
ქემერტს ორიოდე სიტყვით აღვწერ. ჩათვალეთ, რომ ის, უბრალოდ, სამოთხის პატარა ნაწილია. ზაფხულის ცხელ დღეებს
ხეების სიმწვანესა და ბუნების ლამაზი გარემოს აღწერა შეეუძლებელია.
-როგორ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები?
-მოულოდნელად ქემერტის დაბომბვა დაიწყო. რუსების აგრესიის გამო ჩვენ იქაურობა თითქმის ყველამ დავტოვეთ. იქ არაფერი არ გადარჩა, ხილი კი რუსებმა წაიღეს
თბილისში მიტოვეული შენობა უკანონოდ მივითვისეთ. ასე იყო ეს ამბავი
-დიდი მადლობა და დიდი ბოდიში, რომ შეგაწუხეთ!
-არა, რას ამბობთ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის!


ჩვენ ამ ჯერად ინტერვიუს

ვიღებთ ოთარ ლურსმანაშვილისგან, რომელიც სოფელ თამარაშენიდანაა დევნილი.
-გამარჯობა, ბატონო ოთარ. ჩვენ ჩართული ვართ პროექტში ჩემი საცხოვრებელი ადგილი. თუ არ შეგაწუხებთ, ინტერვიუს ჩამორთმევა გვინდა.
-არა რას ამბობთ, დაწყეთ
-წარმოშობით საიდან ხართ, ბატონო ოთარ?
-მე დავიბადე ქალაქ ცხინვალში და ბოლო ოცი წელი თამარაშენში გავატარე.
-თქვენი ოჯახის წევრები?

-მეუღლე, ლილი მაჩაბელი, ვაჟიშვილი, ზურაბ
ლურსმანაშვილი, ქალიშვილი ქეთევან ლურსმანაშვილი და პატარა 5 წლის ანანო, ჩემი შვილიშვილი.
-ომი რომ დაიწყო, თქვენ სად შეაფარეთ თავი და თუ იბომბებოდა სოფელი?
-ღამის 12 საათსა და 20 წუთზე დაიწყო მასიური დაბომბვა ხეობისა. თავი მეზობლის სარდაფში შევაფარეთ, რადგან ჩვენ მიწისქვეშა სარდაფი არ გვქონდა. მეორე დღეს
ჩემი ოჯახის წევრები თბილისში გამოვაცილეთ,
მე და ჩემი ძმა კი იქ დავრჩით. 10 აგვისტოს ხეობაში რუსები შემოიჭრნენ, მათ შორის თამარაშენშიც და ოს მარადიორებს მიეცათ ძარცვის საშუალება. ჩვენი სახლი გადაწვეს-თითქმის არაფერი გადარჩა, რუსებმა კი ხილი
წაიღეს იქ ძალზე რთულ პირობეში მოგვიწია ცხოვრება. რუსმა საოკუპაციო ჯარმა კი იქიდაn გაგვიყვანა თბილისში უკვე დასახლებულები ვიყავით და პრობლემა არ შეგვქმნია.


ქემერტის ისტორიული ძეგლები




სოფელი ქემერტი ისტორიული სოფელია. იქ მრავალი იტორიული ძეგლია, მათ შორის არის ეგრეთ წოდებული ოთინაანთის ეკლესია და, ასევე,
წმინდა გიორგის ეკლესია
სოფ. ქემერტის დარბაზული ეკლესია დგას სოფლის განაპირას,შე-
მაღლებულ ბორცვზე.ეკლესია გადაკეთებულია.შელესილია ღვინისფერი ტუფის თლილი
კვადრატებით ნაგები ფასადები და ინტერიერი.ნაგებობას დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. ასევე, აღარ არსებობს სამმხრივი შემოსასვლელი. თუმცა ჩანს, რომ ნაგებობა მაღალი მხატვრული ღირებულების უნდა ყოფილიყო. ამაზე მეტყველებს ეკლესიის კონსტრუქციული დეტალები, ღიობთა ნალისებური თაღები და სარკმელთა
მორთულობა. ასევე, კანკელის რელიეფური გამოსახულებებიანი ქვის
ფილები, რომლებიც ეკლესიის გვიანი შეკეთების დროს ჩატანებულია
ფასადებზე.
ამგვარად, ეკლესია წარმოადგეს ქართული საკულტო არქიტექ-
ტურის თვალსაჩინო ძეგლს. ამ ნაგებობაში მკვეთრად არის გამოვლენილი რეგიონის სამშენებლო ხელოვნების და არქიტექტუ-
რული სტილის ძირეული მახასიათებლები.

ჩვენი სტუმარი



ჩვენი სტუმარია ბატონი კობა სუბელიანი,
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი


ჩვენ გადავწყვიტეთ დევნილების პრობლემებზე სასაუბროდ მივსულიყავით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში და გავსაუბრებოდით ლტოლვილთა და განსახლების
მინისტრს - ბატონ კობა სუბელიანს.
მინისტრმა გულთბილად მიგვიღო. ძალიან მოეწონა ჩვენი პროექტი-”ჩემი საცხოვრებელი ადგილი,” კერძოდ “სოფელი ქემერტი”. მას მოვუყევით უზნაძის ქუჩაზე მცხოვრებ სოფელ ქემერტიდან დევნილებთან სტუმრობის შესახებ. ამის შემდეგ დავუსვით რამდენიმე კითხვა:
- როდის შემოიჭრნენ რუსი ოკუპანტები სოფელ ქემერტში?
- რუსი ოკუპანტები სოფელ ქემერტში შემოიჭრნენ
8 აგვისტოს.
- რომელ რიცხვში დატოვა სოფელი ქემერტი მოსახლეობამ?
- მოსახლეობამ სოფელი დატოვა 10 აგვისტოს.
- სოფელ ქემერტში სულ რამდენი კომლი ცხოვრობდა?
- სოფელში დაახლოებით 450 კომლი (ოჯახი) ცხოვრობდა.
- სოფლიდან მთელი მოსახლეობაა გამოსული თუ ნაწილი?
- სოფლიდან მოსახლეობის მთელი ნაწილია გამოსული.
- გაქვთ თუ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა სოფელში ამჟამად?
- ამჟამად სოფელში ცუდი მდგომარეობაა: რუსმა ოკუპანტებმა გაძარცვეს და გააპარტახეს იქაურობა. ჩვენი მონაცემებით, სოფელში მხოლოდ 7-8 სახლია დარჩენილი ისეთი, რომელიც არ გადაწვეს.
- რა დახმარება გაუწია ჩვენმა მთავრობამ სოფლის მოსახლეობას?
- ჩვენ მათ აუშენეთ კოტეჯები და იქ შევასახლეთ. სახლებში შევიტანეთ პირველადი მოხმარების ნივთები:კარადა, მაცივარი,ტელევიზორი,მაგიდა,ლოგინი,ლეიბები, ბალიშები.…
- ომის შედეგად იყო თუ არა მსხვერპლი?
- ომის შედეგად არიან გარდაცვლილებიც და უგზოუკვლოდ დაკარგულებიც.
- რა გეგმები აქვს შემუშავებული ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მათ დასახმარებლად შემდეგში?
- ჩვენ შესახლების შემდეგ თითო სულზე გავცემთ 200 ლარს.
- მოხდება თუ არა მათი ქონების ანაზღაურება?
- მათი ქონების ანაზღაურება აუცილებლად მოხდება.

სიუჟეტი მოამზადა გუნდ “ქემერტის” წევრმა, მე-6 კლასის
მოსწავლემ - ვაჟა კოკაიამ

სოფელი ქემერტი და კასრაძეების ოჯახი

მე და ჩემი სოფელი
მე ვარ ნანუკა კასრაძე.დავიბადე 1996 წლის 29 იანვარს ქალაქ გორში.ჩემი საცხოვრებელი ადგილი იყო სოფელი ქემერტი. იგი მდებარეობს ქალაქ ცხინვალიდან 8 კმ-ში სოფელ ქემერტში მიედინებოდა მდინარე ლიახვი, რომელიც იყო ძალიან ლამაზი და მისი დანახვა ბევრ ბავშვს უხაროდა. ზაფხულობით ჩვენთან სოფელში ძალიან არ ცხელოდა და შეგვეძლო ნებისმიერ დროს ბანაობა- იმის მიუხედავად, რომ წყალი თითქმის არ თბებოდა მაინც ვბანაობდით და სიცივეს არ ვუშინდებოდით, მაგრამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, სურდო არავის არ გვეკარებოდა. ლიახვის გარდა იყო ლამაზი და მრავალფეროვანი ბუნება ზამთრობით 30 სანტიმეტრამდე თოვლი მოდიოდა. გაზაფხულზე გოგონები დავდიოდით და დედებისათვის ენძელებს და იებს ვკრეფდით ხოლმე.ზაფხულში დიდი ჟრიამული იყო ბავშვების თუ დიდების. შემოდგომით დიდი თუ პატარა მივდიოდით სამუშაოდ, ვაშლის საკრეფად და ასე შემდეგ.
ასეთი ბუნების და ხალხის მიუხედავად, მაინც მომიწია ჩემი სოფლის დატოვება და გორში გადავედი. 8 აგვისტოს დაიწყო ომი, რომელსაც დღეს აგვისტოს მოვლენებს უწოდებენ. ამ ამბავმა ყველა ძალიან შეძრა და გააოგნა, მაგრამ ვეღარაფერი უშველეს უკვე 5 თვეა, რაც ხალხმა საკუთარი სახლები დატოვა, წამოვიდა და ისიც კი არ იცის რა, მდგომარეობაშია მათი სახლები. ზოგმა ოჯახის წევრებიც კი დაკარგა და დღემდე არ იცის მათი ადგილ-სამყოფელი . რომ ვკითხავთ , აქვთ თუ არა სახლში დაბრუნების იმედი, მათი პასუხი არის მოკლე და კონკრეტული “არა”. ამის შემდეგ უკვე ყველასთვის გასაგები და ნათელი ხდება მიზეზი აგვისტოს მოვლენების შემდეგ მე და ჩემი სოფლელი თანატოლები წამოვედით თბილისში. აქ ძალიან გაგვაწვალეს დაბინავების მხრივ - ზოგი ადამიანი ასფალტზე იწვა, ზოგი კი- პარლამენტის წინ და ასე გადიოდა დღეები. ბოლოსდაბოლოს, დავბინავდით. მე მივედი სახელგანთქმულ თბილისის 1-ლ საჯარო სკოლაში. იქ მიღებას ვერც კი ვიოცნებებდი, მაგრამ ჩემი ოცნება ასრულდა და მოვხვდი 1-ლ სკოლაში. თან ძალიან თბილად მიმიღეს. ძალიან კარგი კლასიც შემხვდა და, რაც მთავარია, მასწავლებლებიც თბილად შემხვდნენ. ეს არის "მე და ჩემი სოფელი". მართალია, ცოტა გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ამ სკოლაში მოვხვდი. ერთ დღეს ინფორმატიკის მასწავლებელმა, ნანა ნოზაძემ, შემოგვთავაზა პროექტ ”ჩემი საცხოვრებელი ადგილში” მონაწილეობის მიღება. ბავშვებმა გადაწყვიტეს, გაეგოთ უფრო მეტი ჩემი სოფლის შესახებ და გვესტუმრნენ იქ სადაც ჩვენ ამჟამად ვართ დაბინავებულნი-უზნაძის ქუჩაზე. მათ აიღეს ინტერვიუ ჩემი თანასოფლელებისაგან. მე ძალიან გამიხარდა მათი სტუმრობა. მოგვიტანეს ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის საკვები.


ნანუკა კასრაძე ქემერტიდან მე-7 კლასი

ღმერთო, გთხოვ, ყველას სახლი დაიფარე ომისაგან და დანგრევისგან, მთელი ხეობა, მსოფლიო დაიცავი და შენი კალთა გადააფარე. მე რომ ადამიანმა შემომხედოს, იტყვის, ეს უდარდელი და მხიარული გოგოაო, სინამდვილეში, ჩემს გულში რომ ჩაიხედონ, ნახავენ... ძალიან არ მოეწონებათ, რასაც ნახავენ: სიცარიელის მეტს ვერაფერს, რადგან ჩემი კერა, ჩემი ცხოვრების უდიდესი და საუკეთესო კუთხე წამართვეს: ჩემი სახლი, ჩემი ცხოვრება და სიხალისე. მაგრამ, იმ სიცარიელის გარდა, დარჩა ერთი პატარა ადგილი ჩემი ახლობლების სიყვარულისა. განა მე არ მწყინს და არ მტკივა ეს ჩემი ცხოვრება, მაგრამ თავის შეკავება აუცილებელია, რადგან ვეღარაფერს ვუშველი. ღმერთს ვენდობი და ვიცი, მჯერა, რომ დავბრუნდები ჩემს სამშობლოში, ჩემს სოფელში, ქემერტში. ჩემი გული და სული იქ არის. ისე მიკვდება გული, როცა ვფიქრობ ,რომ ჩემს სოფელში ვეღარ ვითამაშებ, მაგრამ ღმერთია ჩვენი მფარველი! ამინ !!!
აგვისტო 2008 წელი